დღის სიახლეები
     
        18 მაისს მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნება
        კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა საზოგადოებას სამუზეუმო სფეროში განხორციელებული და დაგეგმილი რამდენიმე ინიციატივის შესახებ აცნობა. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია დაიწყება. სარემონტო სამუშაოები შალვა ამირანაშვილის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმშიც დასრულდა. ასევე იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში, თბილისის ისტორიის ამსახველი გამოფენა-ექსპოზიცია დაბრუნდება. პირველი ივლისიდან კი გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში დამთვალიერებელს სამგზავრო ავტობუსი მოემსახურება.
მსგავსი
     
             
            
 
                     
                 
                     
                     
         
         
         
         
         
         
         
         
         
             
                 
             
             
                 
             
             
                 
             
             
                 
             
                