დღის სიახლეები
     
        2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებას 2021 წლის 21 იანვარს გამოაცხადებს
        2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებას 2021 წლის 21 იანვარს გამოაცხადებს, – ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. საქმეზე არსებითი მხარის განხილვის დაწყების შემდეგ − 2013 წლის 8 ოქტომბრიდან − დღემდე შესწავლილ იქნა სხვადასხვა წყაროში არსებული ფართომასშტაბიანი, კომპლექსური და დიდი ოდენობის დოკუმენტი/მტკიცებულება. მათი ხარისხის შეფასების შედეგად შეირჩა და სხვადასხვა დროს სტრასბურგის სასამართლოს საქართველოს მხრიდან წარედგინა 700-მდე მტკიცებულება ევროპული სასამართლოს დიდი პალატის წინაშე ბოლო ზეპირი მოსმენა 2018 წლის 23 მაისს გაიმართა.
მსგავსი
     
             
            
 
                     
                 
                     
                     
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
             
                 
             
             
                 
             
             
                 
             
             
                 
             
                