დღის სიახლეები
    72 წლის ასაკში კინოდოკუმენტალისტი ზურაბ ინაშვილი გარდაიცვალა [ვიდეო]
        72 წლის ასაკში კინოდოკუმენტალისტი ზურაბ ინაშვილი გარდაიცვალა. ზურაბ ინაშვილი 1977-2004 წლებში საქართველოს ტელეფილმების სტუდიის კინორეჟისორი იყო, 1993-1994 წლებში კი სტუდია “ქართული ტელეფილმის“ გენერალური დირექტორი. ზურაბ ინაშვილი დამდგმელი რეჟისორი ისეთი ფილმების, როგორებიცა „ნუ მოიწყენთ შემოდგომისას“, „გამოთხოვება დონ-კიხოტთან“, „გემღერებოდეს, დედაო!“, „გურჯი ვარ საქართველოდან“, „ნოდარ დუმბაძე“, „ქართველები მარიას თეატრში“, „გვიამბეთ თქვენზე მაესტრო – ანდრია ბალანჩივაძე“ და სხვ.
მსგავსი
     
             
            
 
                     
                 
                     
                     
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
             
                 
             
             
                 
             
             
                 
             
             
                 
             
                