 
        გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ნაკლებად სავარაუდოა, რომ შეცვალოს თავისი სკეპტიკური პოზიცია უკრაინისთვის საბრძოლო ტანკების მიწოდებასთან დაკავშირებით, თუკი აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მას შესაბამის სიგნალს არ მისცემს, - ამის შესახებ Politico გერმანიის სამთავრობო წრეების ორ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
"შოლცის პოზიცია დიდად არის დამოკიდებული აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენზე, რომელთანაც კანცლერი ადრე თავის მომავალ ქმედებებს განიხილავდა ხოლმე", - აღნიშნულია გამოცემის ინფორმაციაში.
ცნობისთვის, გასულ კვირას ორივე ლიდერმა უკვე გაავრცელა ერთობლივი განცხადება უკრაინისთვის ქვეითთა საბრძოლო მანქანებისა და Patriot-ის სისტემების მიწოდების შესახებ.
შოლცმა წარსულში არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევისას დასავლელ მოკავშირეებთან მჭიდრო კონტაქტში იქნება.
 
             
            
 
                     
                 
                     
                     
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
             
                 
             
             
                 
             
             
                 
             
             
                 
             
                