დღის სიახლეები
     
        "ბორჯღალოსნებმა" პორტუგალიის ნაკრები დაამარცხეს
        საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა პორტუგალია ანგარიშით 23:14 დაამარცხა. ივლისის ტესტ-სერიის დასკვნით შეხვედრაა ქუთაისში, "აია არენაზე" გაიმართა.
მატჩის პირველი ნახევარი "ბორჯღალოსნების" გამარჯვებით, ანგარიშით 9:6 დასრულდა. 3 ჯარიმა ზუსტად თედო აბჟანდაძემ შეასრულა. მეორე ნახევარში სტუმრებმა ანგარიში გაათანაბრეს, თუმცა მირიან მოდებაძისა და დავით ნინიაშვილის ლელოებისა და თედო აბჟანდაძის ზუსტი გარდასახვების მეშვეობით საქართველოს ნაკრების უპირატესობა გაიზარდა.
 
             
            
 
                     
                 
                     
                     
         
         
             
                 
             
             
                 
             
             
                 
             
             
                 
             
                