დღის სიახლეები
     
        გამარჯვება! - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის მესამე ეტაპზე გადავიდა
        აქართველოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (26 ATP) დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა - მან ფრანგ ქვენტინ ჰალისს (82) (Quentin Halys) მოუგო და უიმბლდონის მესამე წრეში გასვლა მოახერხა.
მთელი შეხვედრის დროს, მეორე სეტის გარდა, რომელიც ბასილაშვილმა მშრალი ანგარიშით 0:6 წააგო, კორტზე თითოეული გეიმისთვის დაძაბული ბრძოლა მიმდინარეობდა.
საერთო ანგარიში სეტების მიხედვით - 7:6 (9:7), 0:6, 7:5, 7:6 (7:5).
აღსანიშნავია, რომ ჩოგბურთელები ერთმანეთს პირველად შეხვდნენ. ქართველ ჩოგბურთელს გამარჯვებისთვის 2 საათი და 24 წუთი დასჭირდა.
ბასილაშვილი 1/16 ფინალში ტიმ ვან რიტჰოვენი (Tim van Rijthoven) (ნიდერლანდები) - რეილი ოპელკას (Reilly Opelka) (აშშ) წყვილის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
მესამე ტურის გადალახვის შემთხვევაში ბასილაშვილი უიმბლდონის მოქმედ ჩემპიონ, სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს შეიძლება შეხვდეს.
მსგავსი
     
             
            
 
                     
                 
                     
                     
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
             
                 
             
             
                 
             
             
                 
             
             
                 
             
                