დღის სიახლეები
    გახარიამ და სტოლტენბერგმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის გადახალისებაზე ისაუბრეს
        საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს შეხვდა. შეხვედრაზე გლობალური პანდემიის პირობებში, ნატო-საქართველოს დინამიური თანამშრომლობის და ინტეგრაციის პროცესის შენარჩუნების გზები განიხილეს. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის გადახალისებას. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის უსაფრთხოების მხრივ თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე.
მსგავსი
     
             
            
 
                     
                 
                     
                     
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
             
                 
             
             
                 
             
             
                 
             
             
                 
             
                