დღის სიახლეები
     
        გოგა ხაინდრავა: "მივმართავ კელი დეგნანს, ეს არის რუსული პროპაგანდა კრემლის ნარატივი თუ აშშ-ს დემოკრატიის უკუსვლა?"
        კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ჟურნალისტ გლენ გრინვალდის იუთუბვიდეოს ეხმაურება, რომლის თანახმად გრინვალდი ამბობს, რომ ზელენსკის ქმედებები სასოწარკვეთილი ტირანიის ნიშნებია და არა დემოკრატიის.
ხაინდრავა აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს კითხვით მიმართავს - ეს არის რუსული პროპაგანტა კრემლის ნარატივი თუ აშშ-ის დემოკრატიის უკუსვლა?
"უერთდები რა ქართული საზოგადოების ღრმა შეშფოთებას ტაკერ კარლსონის გადაცემაში გაჟღერებული მოსაზრებების გამო. (იხ. ბმული) მივმართავ აშშ-ის ელჩს ქ-ნ კ. დეგნანს. ეს არის - რუსული პროპაგანდა კრემლის ნარატივი თუ აშშ-ს დემოკრატიის უკუსვლა? იქნებ დაგვამშვიდოთ", - წერს გოგა ხაინდრავა ტვიტერზე.
მსგავსი
     
             
            
 
                     
                 
                     
                     
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
             
                 
             
             
                 
             
             
                 
             
             
                 
             
                