დღის სიახლეები
     
        ევროკავშირმა უკრაინისთვის 5 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური დახმარების პაკეტს მოაწერა ხელი
        ევროკავშირმა უკრაინისთვის ფინანსური დახმარების პაკეტს ხელი მოაწერა, რომელიც 5 მილიარდ ევროს შეადგენს - ამის შესახებ დღეს ევროკომისარმა ვაჭრობის საკითხებში, ვალდის დომბროვსკისმა განაცხადა.
აღნიშნულ მაკროფინანსურ დახმარებას "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალიც.
"ევროკავშირმა ახლახან მოაწერა ხელი ურთიერთგაგების მემორანდუმს 5 მილიარდი ევროს მაკროფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ. მადლიერი ვარ ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს და ევროკომისარ ვალდის დომბროვსკის ასეთი გადაწყვეტილებისთვის" , - აღნიშნა უკრაინის პერმიერმა.
ამასთან, შმიგალმა დასძინა, რომ ეს არის ევროკავშირის კიდევ ერთი ჟესტი, რომ მხარი დაუჭიროს უკრაინის ამ ომში გამარჯვებას, აღმშენებლობასა და ევროპულ მომავალს.
მსგავსი
     
        09.12.2022 / 12:54
    სტოლტენბერგი: "ვშიშობ, უკრაინის კონფლიქტი ნატო-რუსეთს შორის დიდ ომში გადაიზრდება"
        
     
        22.11.2022 / 14:15
    თუ ირანი რუსეთს ბალისტიკურ რაკეტებს მიაწვდის, ისრაელი უკრაინას იარაღით დაეხმარება
        
     
        17.11.2022 / 14:25
    იენს სტოლტენბერგი: "უკრაინაში ომი სავარაუდოდ მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება"
        
     
        20.09.2022 / 14:12
    რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, უკრაინა და რუსეთი ტყვეების გაცვლაზე შეთანხმდნენ
        
     
             
            
 
                     
                 
                     
                     
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
             
                 
             
             
                 
             
             
                 
             
             
                 
             
                