დღის სიახლეები
     
        ვიქტორ ორბანი: "მეუბნებიან, რომ რუსული გაზი ცუდია, მაგრამ არავინ გვეუბნება, როგორ ჩავანაცვლოთ ის"
        არავინ გვეუბნება, როგორ ჩავანაცვლოთ რუსული გაზი, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი "ტვიტერზე" წერს.
"მეუბნებიან, რომ რუსული გაზი ცუდია. მეუბნებიან, რომ ყიდვა უნდა შევწყვიტოთ, მაგრამ არავინ გვეუბნება, როგორ ჩავანაცვლოთ რუსული გაზი - ხვალ და არა ხუთ წელიწადში. უნდა ვაწარმოოთ ჩვენი ეკონომიკა, ეს აშკარაა", - აცხადებს ორბანი.
მან გუშინ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებს მოუწოდა, 20-21 ოქტომბერს დაგეგმილ სამიტზე რუსეთის მიმართ სასანქციო პოლიტიკას გადახედონ.
მსგავსი
     
             
            
 
                     
                 
                     
                     
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
             
                 
             
             
                 
             
             
                 
             
             
                 
             
                