დღის სიახლეები
     
        ვლადიმერ პუტინი და ყასიმ-ჟომარტ ტოყაევი მოსკოვში შეხვედრას გამართავენ
        რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დღეს ყაზახ კოლეგას, ყასიმ-ჟომარტ თოყაევს შეხვდება, რომელიც მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტის მიწვევით ჩავიდა.
"მოლაპარაკებების დროს ორი ლიდერი განიხილავს რუსეთ-ყაზახეთის სტრატეგიული პარტნიორობისა და ალიანსის ურთიერთობების შემდგომ განვითარებას. ეს იქნება უკიდურესად მნიშვნელოვანი ვიზიტი ჩვენთვის და რუსეთ-ყაზახეთის ორმხრივი ურთიერთობებისთვის", - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა.
ცნობისათვის, ყასიმ-ჟომარტ თოყაევი მოსკოვში გუშინ ჩავიდა. ეს რუსეთში მისი პირველი ვიზიტია ხელახლა არჩევის შემდეგ.
მსგავსი
     
        03.03.2023 / 11:26
    რუსეთში საავიაციო ტექნიკის სავარაუდო გაგზავნისთვის ამერიკის ორი მოქალაქე დააკავეს
        
     
        09.12.2022 / 12:54
    სტოლტენბერგი: "ვშიშობ, უკრაინის კონფლიქტი ნატო-რუსეთს შორის დიდ ომში გადაიზრდება"
        
     
        28.11.2022 / 17:12
    რუსეთის დუმის სპიკერი: "აშშ-მა ევროპა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ომში ჩაითრია"
        
     
        18.11.2022 / 15:45
    რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ვლადიმერ პუტინმა "მარცვლეულის დერეფნის" საკითხი განიხილეს
        
     
             
            
 
                     
                 
                     
                     
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
             
                 
             
             
                 
             
             
                 
             
             
                 
             
                