დღის სიახლეები
     
        თურქეთის პრეზიდენტი მოითხოვს გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმირებას
        თურქეთის პრეზიდენტი გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმირებას მოითხოვს. რეჯეპ ტაიპ ერდოანის შეფასებით, მდგრადი ვერ იქნება სისტემა, რომელშიც მხოლოდ 5 სახელმწიფოს ნებაზეა დამოკიდებული დანარჩენი მსოფლიოს ბედი.
როგორც სააგენტო „ანადოლუ“ წერს, პრეზიდენტმა ერდოანმა გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმირების აუცილებლობაზე 4 აპრილს, საღამოს ილაპარაკა ანკარაში, მმართველი "სამართლიანობის და განვითარების პარტიის" შტაბ-ბინაში, სადაც იფთარზე უმასპინძლა უცხო ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს.
მსგავსი
     
             
            
 
                     
                 
                     
                     
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
             
                 
             
             
                 
             
             
                 
             
             
                 
             
                