დღის სიახლეები
     
        თურქეთში 7-დღიანი გლოვა გამოცხადდა
        თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 7-დღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა.
ერდოღანმა "ტვიტერში" დაწერა:
"ქვეყანაში 2023 წლის 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრების გამო შვიდდღიანი გლოვა გამოცხადდა. ჩვენი დროშები დაშვებული იქნება 2023 წლის 12 თებერვალამდე, კვირამდე, მზის ჩასვლამდე, მთელ ჩვენს ქვეყანაში და უცხოურ წარმომადგენლობებში",- დაწერა მან.
თურქეთში მომხდარი მიწისძვრების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 1 651-მდე გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, თურქეთის 10 პროვინციაში 11 199 ადამიანი დაშავდა.
მსგავსი
     
        28.04.2023 / 15:02
    სუდანში თურქი მოქალაქეების ევაკუაციისთვის განკუთვნილ თვითმფრინავს ცეცხლი გაუხსნეს
        
     
        02.03.2023 / 12:54
    ერდოღანის განცხადებით, მიწისძვრის მიუხედავად თურქეთში არჩევნები მაისში გაიმართება
        
     
        10.02.2023 / 13:38
    თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა
        
     
        18.11.2022 / 15:45
    რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ვლადიმერ პუტინმა "მარცვლეულის დერეფნის" საკითხი განიხილეს
        
     
             
            
 
                     
                 
                     
                     
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
             
                 
             
             
                 
             
             
                 
             
             
                 
             
                