დღის სიახლეები
    კახი კალაძე - პირბადის ტარების წესთან დაკავშირებით 1 567 მგზავრს მიეცა გაფრთხილება
        დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე, თბილისის მერმა მოქალაქეების მხრიდან პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული რეგულაციების დარღვევებზე ისაუბრა. კახა კალაძის ინფორმაციით, გუშინ ავტობუსში პირბადის გარეშე ასვლა 1 489-მა მგზავრმა სცადა, ხოლო პირბადის ტარების წესთან დაკავშირებით 1 567 მგზავრს მიეცა გაფრთხილება. როგორც მან აღნიშნა, საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადეების ტარების კუთხით არის მკაცრი კონტროლი, რადგან დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ვირუსისგან იცავს ადამიანებს, სწორედ პირბადის ტარებაა.
მსგავსი
     
             
            
 
                     
                 
                     
                     
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
             
                 
             
             
                 
             
             
                 
             
             
                 
             
                