დღის სიახლეები
     
        პენსი ტრამპისთვის ბრალის შესაძლო წაყენებაზე: "პოლიტიკურად მოტივირებული იქნება, ეს არ არის ის, რისი ხილვაც ამერიკელ ხალხს სურს"
        აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა გააკრიტიკა დონალდ ტრამპისთვის ბრალის წაყენების იდეა და პროკურატურის მხრიდან შესაძლო ქმედებას უწოდა "პოლიტიკურად მოტივირებული" და "არა ის, რისი ხილვაც ამერიკელ ხალხს სურს".
ტელეკომპანია ABC-სთან ინტერვიუში მაიკ პენსმა დაიცვა ნებისმიერი მშვიდობიანი საპროტესტო აქცია, რომელიც შესაძლოა ტრამპის ინიციატივით გაიმართოს.
"იმ დროს, როდესაც ნიუ-იორკში დანაშაულის ტალღაა, ის ფაქტი, რომ მანჰეტენის საოლქო პროკურორი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტ ტრამპისთვის ბრალდების წაყენება მისი მთავარი პრიორიტეტია, ეს უბრალოდ ამბობს ყველაფერს, რაც უნდა იცოდეთ ამ ქვეყანაში რადიკალი მემარცხენეების შესახებ", - აღნიშნა აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა.
მსგავსი
     
             
            
 
                     
                 
                     
                     
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
             
                 
             
             
                 
             
             
                 
             
             
                 
             
                