19.05.2024 | 13:13
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი რაუნდი თებერვლის ნაცვლად აპრილში გაიმართება

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი რაუნდი, რომელიც თებერვლის ბოლოსთვის იყო დაგეგმილი, აპრილისთვის გადაიდო, - ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, ტოივო კლაარი ავრცელებს.

"მოგვიწია ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდის გადადება, თუმცა ჩართულობისთვის მზად ვართ", – წერს კლაარი "ტვიტერზე".

ამასთან, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების განცხადებაში აღნიშნულია, რომ დისკუსიების მორიგი რაუნდი აპრილში გაიმართება.

"ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები, გაერო-ს წარმომადგენელი ჯიჰან სულთანოღლუ, ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი ვიორელ მოსანუ და ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი იმეორებენ თავიანთი შესაბამისი ორგანიზაციების ერთგულებას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მიმართ. თანათავმჯდომარეები ადასტურებენ კონსულტაციებში ჩართულობის მზადყოფნას ყველა მონაწილესთან, როგორც ზოგადად პროცესთან, ისე კონკრეტულად მომავალ შეხვედრასთან დაკავშირებით", – ნათქვამია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების ერთობლივ განცხადებაში.

დღის გადაცემები