დღის სიახლეები
     
        ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის ცალკეულ მონაკვეთებზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდა
        ძლიერი წვიმის შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 77-ე და 90-ე კილომეტრზე ჩამოსული მიწისა და კლდის მასის გამო, კმ77-კმ106 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ამავე საავტომობილო გზის კმ20-კმ77 მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის გადაადგილება, ხოლო კმ1-კმ20 მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მსგავსი
     
             
            
 
                     
                 
                     
                     
         
         
         
         
             
                 
             
             
                 
             
             
                 
             
             
                 
             
                