დღის სიახლეები
     
        ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 77-ე კილომეტრზე კლდის მასა ჩამოიშალა, რის გამოც დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტით მოძრაობა
        საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 77-ე კილომეტრზე ჩამოიშალა კლდის მასა, რის გამოც კმ70-კმ106 მონაკვეთზე შესაბამისი გაწმენდითი ღონისძიებების გატარებამდე, დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტით მოძრაობა.
მსგავსი
     
             
            
 
                     
                 
                     
                     
         
         
         
         
         
         
         
         
         
             
                 
             
             
                 
             
             
                 
             
             
                 
             
                