 
        გადაცემაში "სტუმრად დიმიტრი გორდონთან" საქართველოში მიმდინარე პროცესები და მეორე ფრონტის გახსნის საკითხი განიხილეს. გადაცემის სტუმარი უკრაინელი ჟურნალისტი, სავიკ შუსტერი იყო, ინტერვიუს კი გორდონის ცოლი, ალესია ბაცმანი უძღვებოდა.
კითხვაზე, სადამდე მივა ეს პროტესტი, გაიმარჯვებს თუ არა ოპოზიცია და თუ კი, დაიწყებენ თუ არა ისინი ბრძოლას აფხაზეთისთვის, გახსნიან თუ არა მეორე ფრონტს, შუსტერმა უპასუხა:
"არ ვფიქრობ, რომ საქართველო მეორე ფრონტს გახსნის. 2008 წელს ქართული არმია ცუდად შეიარაღებული არ ყოფილა, მაგრამ მან ვერ შეძლო წინააღმდეგობის გაწევა იმ ბარბაროსებისთვის, რომლებიც შეიჭრნენ.
"არ ვფიქრობ, რომ საქართველო რუსეთთან კონფლიქტში შევა, განსაკუთრებით კი სამხედრო კონფლიქტში, მაგრამ კონფლიქტში შევა, თუ ოპოზიცია გაიმარჯვებს, კერძოდ, მიხეილ სააკაშვილის პარტია. მაშინ დიდ კონფლიქტში შევა, მაგრამ ვფიქრობ, რომ სამხედრო კონფლიქტში არ შევა, ამისთვის მათ ძალა არ ეყოფათ. ივანიშვილი და მისი გარემოცვა ახლა კუთხეში არიან მიყენებული, რადგან ხალხს ისინი არ უნდა. არ უნდათ მათი კანონები, არ უნდათ მათი მიჯაჭვულობა რუსეთზე".
 
         
         
         
         
         
         
         
             
            
 
                     
                 
                     
                     
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
             
                 
             
             
                 
             
             
                 
             
             
                 
             
                