19.05.2024 | 17:17
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
საქართველო ევრობასკეტზე ბულგარეთთან დამარცხდა

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევრობასკეტზე, რომლის ა ჯგუფის შეხვედრები თბილისში მიმდინარეობს, მორიგი შეხვედრა ჩაატარა.

ტურნირის მეოთხე მატჩში ჩვენმა გუნდმა ბულგარეთთან ჩაატარა და ანგარიშით 80-92 დამარცხდა.აღსანიშნავია, რომ ეს გიორგი ცინცაძის საიუბილეო, მე-200 თამაში იყო ეროვნულ ნაკრებში.

ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას საქართველო ხვალ, მონტენეგროსთან ჩაატარებს. ჩვენს გუნდს ჯგუფიდან გასვლის თეორიული შანსი რჩება. ეს იმ შემთხვევაში მოხდება თუ საქართველო მონტენეგროს, ბელგია კი ბულგარეთს დაამარცხებს.

დღის გადაცემები