დღის სიახლეები
    საქართველოს პრეზიდენტი  სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში მიემგზავრება [ვიდეო]
        საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილი მოლაპარაკებებს ევროკავშირისა და ნატო-ს ხელმძღვანელ პირებთან გამართავს. საქართველოს პრეზიდენტი ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეპ ბორელს შეხვდება.
მსგავსი
     
             
            
 
                     
                 
                     
                     
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
             
                 
             
             
                 
             
             
                 
             
             
                 
             
                