 
        სოჭის საზღვაო ნავსადგური მოლაპარაკებებს აწარმოებს შავ ზღვაზე საქართველოსა და თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის მიმართულებით სამგზავრო მიმოსვლის თაობაზე. ამის შესახებ TASS-ს სოჭის საზღვაო ნავსადგურის გენერალურმა დირექტორმა იური ვლადიმეროვმა განუცხადა.
"იმედი გვაქვს, რომ აფხაზეთსა და საქართველოში სამგზავრო ტრანსპორტირება ამოქმედდება. ჯერ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. განზრახული გვაქვს, ტრანსპორტირების დაწყება ამ ზაფხულიდან" , - განაცხადა ვლადიმიროვმა.
მისი განმარტებით, სოჭიდან საქართველოში ტრანსპორტირება, წინასწარი მონაცემებით, ბათუმში განხორციელდება.
"ძალიან დიდი მოთხოვნაა საზღვაო სამგზავრო გადაზიდვის ახალი მარშრუტების გახსნაზე. ვეცდებით, ჩვენი ტურისტების მოთხოვნები მაქსიმალურად დავაკმაყოფილოთ, განვვითარდეთ ამ მიმართულებით", - დასძინა ვლადიმიროვმა.
 
         
         
             
            
 
                     
                 
                     
                     
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
             
                 
             
             
                 
             
             
                 
             
             
                 
             
                