დღის სიახლეები
     
        ჩინეთში მაღაროს ჩამონგრევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 53 - დაკარგულად ითვლება
        ჩინეთში, შიდა მონღოლეთის რეგიონში მეწყრის შედეგად ქვანახშირის მაღარო ჩამოიშალა, 2 ადამიანი დაიღუპა, 6 - დაშავდა და 53 - დაკარგულად ითვლება.
სახელმწიფო მედიის ცნობით, პრეზიდენტმა სი ძინპინმა სტიქიის შემდეგ სამძებრო-სამაშველო სამუშაოების განხორციელების განკარგულება გასცა.
"ყველა შესაძლო ძალისხმევა უნდა გამოვიყენოთ დაკარგული პირების გადასარჩენად და დაშავებულების სამკურნალოდ" - აღნიშნა ჩინეთის პრეზიდენტმა.
სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, სამაშველო სამუშაოებში ასობით მეხანძრე, მაშველი, სამაშველო ძაღლები და სპეციალური ტექნიკაა ჩართული.
მსგავსი
     
             
            
 
                     
                 
                     
                     
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
             
                 
             
             
                 
             
             
                 
             
             
                 
             
                