დღის სიახლეები
     
        ჯო ბაიდენი: "ტრანსგენდერი ამერიკელები ჩვენი ერის სულს აყალიბებენ"
        "ტრანსგენდერი ამერიკელები ჩვენი ერის სულს აყალიბებენ”, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ტრანსგენდერთა ხილვადობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით.
"ისინი ამაყად მსახურობენ შეიარაღებულ ძალებში, მკურნალობენ სასიკვდილო დაავადებებს, იკავებენ არჩეულ თანამდებობას, აქვთ წარმატებული ბიზნესი, იბრძვიან სამართლიანობისთვის, ზრდიან ოჯახებს და მრავალი სხვა", – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
"დღეს, ძალიან ბევრ ტრანსგენდერ ამერიკელს ჯერ კიდევ უარს ეუბნებიან მათ უფლებებსა და თავისუფლებებში. შტატების დისკრიმინაციული კანონების ტალღა მიმართულია ტრანსგენდერ ახალგაზრდებზე, აშინებს ოჯახებს და ავნებს ბავშვებს, რომლებიც არავის ავნებენ", – განაცხადა მან.
მსგავსი
     
             
            
 
                     
                 
                     
                     
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
             
                 
             
             
                 
             
             
                 
             
             
                 
             
                