დღის სიახლეები
     
        ჯონდი ბაღათურია: "სააკაშვილის მმართველობის დროს არსებობდა ჩრდილოვანი მთავრობა - ღამე იკრიბებოდნენ აბსოლუტურად თანამდებობის სტატუსის არმქონე პირები, მაგალითად თემურ ალასანია და ისინი იღებდნენ სახელმწიფო გადაწყვეტილებებს"
        სააკაშვილის მმართველობის დროს არსებობდა ჩრდილოვანი მთავრობა - ღამის მთავარობა. ღამე იკრიბებოდნენ აბსოლუტურად თანამდებობის სტატუსის არმქონე პირები, მაგალითად თემურ ალასანია და ისინი იღებდნენ სახელმწიფო გადაწყვეტილებებს,- ამის შესახებ "ქართული დასის" ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა.
"ფასადურად ჰყავდათ მაგალითად ლადო გურგენიძე. ის რომ არ იყო პრემიერ-მინისტრი, ხო ყველამ ვიცოდით. თემურ ალასანია იღებდა ყველაზე ძლიერ გადაწყვეტილებებს. პრაქტიკულად მისი გადაუწყვეტელი საკითხი არ იყო", - განაცხადა ბაღაღურიამ.
მსგავსი
     
             
            
 
                     
                 
                     
                     
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
             
                 
             
             
                 
             
             
                 
             
             
                 
             
                