თარიღი: 2012წ, 23 მარტი, 18:20 - 19:45

წამყვანი: ბარბაქაძე აკია

სტუმარი: ჟურნალისტი ჩაჩიბაია ილია


– სამეგრელოში უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნის თაობაზე ინფორმაცია ჯერ კიდევ სამი თვის წინ გავავრცელე. ამ თემაზე ბევრს ვწერდი, მაგრამ  ყურადღება არავის მიუქცევია. განგაში მხოლოდ მას შემდეგ ატეხეს, როცა ამის შესახებ ირაკლი ალასანაიამ განაცხადა. სამწუხაროდ, დღეს განგაშის ატეხვა დაგვიანებულია, რადგან სამხედრო ფორმირებები უკვე  შექმნილია. საზოგადოებამ და ოპოზიციამ რეგიონებში მცოვრები ხალხის მოსმენა უნდა ისწავლოს.

– უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებში მე-11 კლასელებსაც აწევრიანებენ. სამეგრელოში მცხოვრებ მოზარდებს იარაღი დაურიგეს და წვრთნებზე წაიყვანეს. ასეთი რამ არსად ხდება. უკანონო, გასაიდუმლოებული სამხედრო შტაბები სამეგრელოს თითქმის ყველა სოფელშია განთვასებული. ზუგდიდში არც ერთი ქუჩა არ დარჩენილა, მსგავსი შტაბი რომ არ იყოს. ჯერჯერობით, ამ შტაბის წევრებს სამხედრო ფორმები არ აცვიათ, სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმულები დადიან და ჩვეულ რეჟიმში ცხოვრობენ.

– სააკაშვილი ხედავს, რომ პროცესები მის საწინააღმდეგოდ ვითარდება. როცა ხალხის პროტესტი პიკს მიაღწევს და მის ჩამოშორებას შეეცდებიან, თავს სამეგრელოს შეაფარებს და პრეზიდენტის სავარძლის დასაბრუნებლად სამეგრელოდან იბრძოლებს. უკანონო ბანდფორმირებებს სწორედ ამ მიზნით ქმნის. სააკაშვილი ყველაფერზე წამსვლელია. უკვე ცხადია, რომ  სამოქალაქო ომსაც არ მოერიდება.

– საქართველო სამოქალაქო ომმა დაღუპა. მდგომარეობიდან  დღემდე არ გამოვსულვართ.  სამოქალაქო ომის დაწყების  გაფიქრებაც კი არ შეიძლება, არათუ ომის დაშვება.