თარიღი: 2012წ, 01 ივნისი, 15:30 - 16:25

წამყვანი: ინაშვილი კოტე

სტუმარი: ყოფილი პოლიტპატიმარი ვანიშვილი გივი



– 1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ქალთა N5-ე კოლონიიდან პატიმარი დედები დამიკავშირდნენ და მათი ბავშვების გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ მაცნობეს. ქალთა N5-ე კოლონიაში ცალკე დგას შენობა, სადაც ბავშვებთან ერთად პატიმარი დედები იმყოფებიან. შენობაში ექვსი მცირე ზომის საკანია და ერთი სამზარეულო აქვთ. ექვს საწოლზე დაძინება კი ცხრა პატიმარ დედას უწევს.
– ქალთა N5-ე კოლონიის პატიმარი დედების განცხადებით,   კვებისა  და ჰიგიენის დაცვის პრობლემების გარდა,  სამზარეულოდან სკამებიც კი გაიტანეს. საჭმელს ფეხზე დგომით ჭამენ. ადმინისტრაციასთან დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ, ისინი დღეში მხოლოდ ერთი საათით გაჰყავთ  ეზოში. ღამის პირველ საათზე ყრიან საკნებში და მხოლოდ დილით უღებენ კარს. ფაქტობრივად,   კოლონიის კი არა, ციხის რეჟიმში ცხოვრობენ.
– 2008  წლის 18 სექტემბერს ჩემს ცემაში კარანტინის თანამშრომლები  ყველა კორპუსის ოფიცრები და კონტროლიორები  მონაწილეობდნენ.  როდესაც  გონზე მოვედი, სულ  სისხლიანი ვიყავი. შემდეგ აბანოში ამათრიეს,  წყალი დამასხეს და ისე გააგრძელეს წამება. ამას იმიტომ მიკეთებდნენ, რომ ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის თანამებრძოლი ვიყავი.