წამყვანი: ბარბაქაძე აკია
სტუმარი: პოეტი
საღლიანი ერეკლე – სამარცხვინოა ის ადამიანი, რომელიც ღვთისგან მოცემულ მადლზე უარს ამბობს, ორიენტაციას იცვლის და ამის პროპაგანდას საჯაროდ ეწევა. ქალისთვის ყველაზე დიდი განძი ქალობაა, ხოლო კაცისთვის - კაცობა. როდესაც ეს ბალანსი, ანუ ღვთაებრივი რიტმი ირღვევა, აქედან იწყება ერის უბედურება. საზოგადოების ის ნაწილი, ვინც ავხორცობის პროპაგანდას საჯაროდ, ურცხვად ეწევა, ქვეყანას სოდომის და გომორის ცოდვაში აგდებს. ღმერთმა არ ქნას, მაგრამ საქართველოში მამათმავლობას მხოლოდ ხუთი კაციც რომ შევეწინააღმდეგოთ, ჩვენ უმცირესობა კი არ ვიქნებით, არამედ ხუთი ღირსეული კაცი ყველანაირი გაგებით.
– დიდმა ირლანდიელმა მწერალმა ჯეიმს ჯოისმა განაცხადა, რატომ დავიღუპო ირლანდიისთვის, დაე, ირლანდია დაიღუპოს ჩემთვისო. მისი ეს ნათქვამი ირლანდიელებმა არასწორად აღიქვეს და აღშფოთდნენ. ამ დროს, ჯოისმა ამით განაცხადა, რომ სამშობლოს თავის არსში შინაგანად ინარჩუნებდა და ასე აპირებდა ირლანდიის დაცვასა და გადარჩენას. თითოეულმა ჩვენგანმა ტრადიციები და კაცობა ამგვარად უნდა შევინარჩუნოთ. ყველა უბედურება, რაც საქართველოს თავზე დაატყდა, დუმილის შედეგია. ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა სიმშვიდის საფუძველს არ იძლევა. ბავშვების თვალწინ მამათმავლობის პროპაგანდა დაუშვებელია. საზოგადოებამ უზნეობის წინააღმდეგ ხმა უნდა ამოიღოს.
– პერსეპოლისში, სპარსეთის ძველ დედაქალაქში, წინაპართა საძვალეზე ტურისტად ჩასულმა ამერიკელმა ცოლ-ქმარმა საჯაროდ ჩაატარა სექსუალური აქტი. ირანელებმა ცოლ-ქმარი საჯაროდ ჩაქოლეს, წინაპრების ძვლების და ღირსების შეურაცხყოფა არ აპატიეს. ახლა გუშინდელ უმსგავსობაზე თუ გავჩუმდით, უზნეობის მასშტაბები უპრეცედენტოდ მოკლე დროში გაიზრდება. ისეთ უდიდესი ტრადიციების მქონე ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, გეი-აღლუმების ჩატარება და მოზარდების თვალწინ კაცების კოცნაობა დაუშვებელია. ჩვენმა შვილებმა ამ გარყვნილებას არ უნდა უყურონ. არის გამონათქვამი: უპატრონო საყდარს ეშმაკები ეპატრონებიანო. აი, ეს ხდება დღეს საქართველოში.