თავდაცვის საშუალებებზე გამოსახულმა სიმბოლოებმა საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია [იხ. ვიდეო]
თარიღი: 2018წ, 20 მარტი, დრო: 19:07

პრეზერვატივებზე გამოსახული წმინდანები და რელიგიური დღესასწაულების სახელწოდებები,  „ვეფხისტყაოსნის“ ციტატები,  საქართველოს სამეფო ოჯახის წარმომადგენლები, სახელმწიფო მოღვაწეები, პოლიტიკოსები, ქართლის დედის“ სიმბოლოები საზოგადოების აღშფოთების მიზეზი გახდა.  ქართულ ბაზარზე პრეზერვატივის ახალი ქართული ბრენდის „აიისა-ს“ პროდუქტი სარკაზმით გამოირჩევა.  რელიგიური და ეროვნულ გრძნობების შეურაცხყოფა,  ერის ღირსებისა და ტრადიციების შებღალვა- ასე აფასებს თავდაცვის საშუალებებზე სახელმწიფოებრივი სიმბოლოების გამოხატვას პოეტი ვაჟა ოთარაშვილი. მისი თქმით, საჭიროა ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრას და გამოძიება დაიწყოს.