10.04.2021 | 19:04
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
info@obieqtivi.net
დღის სიახლეები
ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები [ვიდეო]

გზა რომელიც საქართველომ ევროკავშირის წევრობამდე უნდა გაიაროს საკმაოდ საპასუხისმგებლო და გამოწვევებით სავსეა. სხვა დროშების გვერდით ჩვენი ქვეყნის დროშა, რომ  აფრიალდეს, მთავრობამ  ნაკისრი ვალდებულებები უნდა შეასრულოს.  ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მიმართულებით საქართველოს ჯერ მხოლოდ 30 პროცენტი აქვს განხორციელებული. 2024 წლამდე კი დრო არც თუ ისე ბევრია, დრო როდესაც საქართველო  ევროკავშრის წევრობაზე განაცხადის გაკეთებას გეგმავს. საგარეო საქმეთა სამინისტროში ვარაუდობენ, რომ ქვეყანას აღნიშნული დროისთვის 60-65 პროცენტი ექნება იმპლემენტირებული. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ანგარიში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტზე წარადგინა, სადაც კანონმდებლებს გარკვეული შეკითხვები ჰქონდათ.

შეძლებს თუ არა მთავრობა ევროკავშირის გზაზე აღებული ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და მოხდება თუ არა 27 სახელმწიფოს წევრი ქვეყნების კონსესუსი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ევროკავშირის ასისტენტ ქვეყნად სცნონ, ყველაფერი ნაკისრი ვალდებულებების რეალურად შესრულებაზე იქნება დამოკიდებული. დრო კი, რომელიც ამ გზაზე მიმავალ საქართველოს აქვს აღებული სულ უფრო მცირდება, პასუხისმგებლობა კი იზრდება.

გამოქვეყნდა 66 დღის წინ  |  ნანახია 325-ჯერ
დღის გადაცემები