30.11.2020 | 05:32
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
info@obieqtivi.net
დღის სიახლეები
ახალი კალედონიის მოსახლეობამ საფრანგეთისგან გამოყოფას არჩევნებში მხარი არ დაუჭირა

ახალი კალედონიის მოსახლეობამ საფრანგეთისგან გამოყოფას არჩევნებში მხარი არ დაუჭირა. „როიტერის“ ინფორმაციით, საფრანგეთის შემადგენლობაში დარჩენას კუნძულის მაცხოვრებელთა 53%-მა მხარდაჭერა გამოუცხადა. არჩევნების შედეგებს მიესალმა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი. მისი თქმით, წყნარი ოკეანის რეგიონში, სადაც ჩინური გავლენა იზრდება, ახალი კალედონიის მოსახლეობის პოზიციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ახალი კალედონია საფრანგეთის კოლონია 1853 წელს გახდა. 2018 წელს კუნძულზე დამოუკიდებლობის შესახებ პირველი რეფერენდუმი გაიმართა, სადაც მოსახლეობის უმეტესობამ საფრანგეთის შემადგენლობაში დარჩენას დაუჭირა მხარი.

გამოქვეყნდა 55 დღის წინ  |  ნანახია 199-ჯერ
დღის გადაცემები