10.04.2021 | 19:00
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
info@obieqtivi.net
დღის სიახლეები
ბაზრებში ადგილობრივი წარმოების დეფიციტი იგრძნობა [ვიდეო]

ადგილობრივი პროდუქტი აგრარულ ბაზრებში იშვიათად შეგხვდებათ. დახლები ძირითადად უცხო ქვეყნიდან შემოტანილ ხილ-ბოსტნეულს უკავია. ასეთივე მდგომარეობაა სუპერმარკეტებში. იმპორტირებული პროდუქტის წილი იზრდება, შესაბამისად მცირდება ქართული ბოსტნეული და ამის მიზეზი ახალგაზრდა ფერმერთა ასოციაციამ რიცხვებში ასახა. კვლევის მიხედვით საქართველო უკვე შიდა პროდუქტის წარმოების განვითარებით რეგიონალურ მეზობლებსაც ჩამორჩება.  ჩვენ აზერბაიჯანზე 10.6-ჯერ, ხოლო სომხეთზე 3,3-ჯერ ნაკლებ ბოსტნეულს ვაწარმოებთ. მათივე ცნობით ყოველწლიურად იზრდება  იმპორტის პროცენტული მაჩვენებელიც. ასოციაციაში ხელისუფლების როლზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ის პოლიტიკა, რასაც მთავრობა სოფლის მეურნეობის კუთხით ატარებს, არასწორია.

გამოქვეყნდა 59 დღის წინ  |  ნანახია 316-ჯერ
დღის გადაცემები