30.11.2021 | 16:57
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ბრიუსელი შავ სიაში შეიყვანს სატრანსპორტო კომპანიებს, რომლებიც მიგრანტების უკანონო გადაყვანაში მონაწილეობენ [ვიდეო]

ევროკავშირი გეგმავს, შექმნას სპეციალური სია, რათა თვალყური ადევნოს და აღკვეთოს იმ შუამავალი კომპანიების საქმიანობა, რომლებიც ბელარუსში მიგრანტების უკანონოდ გადაყვანას უწყობენ ხელს. განცხადება ამის შესახებ ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გააკეთა. მისი თქმით, ევროპარლამენტის დეპუტატებს შესთავაზებს რეგულაციას, რომ შავ სიაში შეიყვანონ ყველა სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ტრეფიკინგსა და მიგრანტთა უკანონო გადაყვანასთან არის დაკავშირებული. ევროკომისიის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა, რომ ევროპის აღმოსავლეთ საზღვარზე მიგრანტების განთავსებით მინსკი  ეროკავშირში დესტაბილიზაციას ცდილობს.

გამოქვეყნდა 6 დღის წინ  |  ნანახია 69-ჯერ
დღის გადაცემები