26.01.2021 | 00:01
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
info@obieqtivi.net
დღის სიახლეები
გამოუძიებელი და თაროზე შემოდებული საქმეები [ვიდეო]

4 საათიანი ანგარიში და არც ერთი სიტყვა გამოუძიებელ საქმეებზე. ირაკლი შოთაძემ საზოგადებას პროკურატურის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. ისაუბრა მიღწევებზე, თუმცა წლების განამვლობაში თაროზე შემოდებული, გახმაურებული საქმეები არ უხსენებია. გენერალურმა პროკურორმა თქვა, რომ გასულ წელს სისხლის სამართლის დევნა 15 625 პირის მიმართ დაიწყო, რაც წინა წელთან შედარებით, 18,3 % ით ნაკლებია. ქვეყნის მთავრი გამომძიებლის თქმით, უწყებაში გასულ წელს მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა, რამაც კონკრეტული მიმართულებით დანაშაული შეამცირა,  გაზრდილია ოჯახური ძალადობის შემთხვევები.

 

თუკი მთავარ პროკურატურაში სტატისტიკის დათვლით შემოიფარგლებიან, რეზონანსული საქმეები არ ავიწყდებათ ადამიინებს, ვინც დაკარგა ახლობელი, წაართვეს ქონება და 2004-2012 წლებში უკანონოდ დააპატიმრეს. წინა ხელისუფლების რეჟიმის მიერ დაზარალებული მოქალაქეები პროკურატურის საქმიანობას აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ საგამოძიებო უწყება გაცილებით ეფექტური უნდა იყოს. ისინი პროკურატურის თაროებიდან საქმეების ჩამოღებას და ხელახალი გამოძიების ფარგლებში, დამნაშავეთა დასჯას ისევ ითხოვენ.

 

ირალი შოთაძის უწყების ერთი წლის საქმიანობას აფასებს ია მეტრეველი. ბუტა რობაქიძის დედა ამბობს, რომ ირაკლი შოთა კარგი მენეჯერია, თუმცა სააკაშილისდოინდელი კადრებისგან საგამოძიებო უწყების გაწმენდა დღემდე ვერ შეძლო. ია მეტრეველი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ახალგაზრდის მკვლელობაში მონაწილე პირები საპატიმროდან გაათავისუფლეს.

 

მთავარი საგამოძიებო უწყების არეფექტურობაზე საუბრობს ირმა ჭკადუა. არაერთი გახმაურებული საქმის ადვოკატი ამბობს, რომ ერთი წლის განმავლობაში დაზარალებული ათასოვბით მოქალქისთვის არაფერი შეცვლილა. იურისტი შოთაძეს კატეგორიული გადაწყვეტილებების დაგვიანების გამო აკრიტიკებს. ირმა ჭკადუას განმარტებით, პირები ვინც კონკრეტულ სისხლისსამართლის საქმეებში არიან ბრალდებულნი, პროკურატურაში ისევ თანამდებობებს ინარჩუნებენ. 

გამოქვეყნდა 12 დღის წინ  |  ნანახია 121-ჯერ
დღის გადაცემები