10.04.2021 | 19:02
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
info@obieqtivi.net
დღის სიახლეები
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ოფიციალურად იყოფა [ვიდეო]

დაიკავებს თუ არა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობას ქართული ოცნების უცვლელი სახე, ჯერჯერობით უცნობია. თუმცა არაოფიციალური ინფორმაციით მისი კანდიდატურა ვაკანტურ ადგილზე განიხილება.  სამინისტროების გაერთიანების შედეგად სფეროებში შექმნილი პრობლემების გამო, ორი წლის შემდეგ მისი განცალკევების პროცესში აქტიურად მონაწილეობდა იუსტიციის ყოფილი მინისტრი, რომელიც კითხვას კანდიდატურასთან დაკავშირებით იუმორით პასუხობს.  

 

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახლა უკვე ოფიციალურად იყოფა. 2018 წელს მიღებული გადაწყვეტილება რამდენიმე სფეროს ერთ სტრუქტურაში მოქცევის შესახებ, რომ შეცდომა იყო ამაზე პრემიერის განცხადებაც მეტყველებს.  უწყების გაყოფისთვის ყველა ტექნიკური დეტალი უკვე მზადაა. კულტურის სამინისტროს შემადგენლობას უბრუნდება ახალგაზრდობის სააგენტოც, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში მთავრობის ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში იყო.

 

სამი განსხვავებული სფეროს ერთი მინისტრისთვის ჩაბარება რომ ცუდი იდეა იყო, ამაზე კულტურის სფეროს წარმომადგენლები თავიდანვე ღიად საუბრობდნენ. დავით ოქიტაშვილი მთავრობის გადაწყვეტილებას მოსალოდნელი ცვლილების შესახებ მიესალმება და იმედოვნებს, რომ ხელოვანებისთვის გზა უფრო მეტად გაიხსნება. კულტურის პალატის პრეზიდენტი იმ პრობლემებზე საუბრობს, როლებმაც სტრუქტურის ხელმეორედ განცაკლევების საკითხი დღის წესრიგში დააყენეს.

გამოქვეყნდა 71 დღის წინ  |  ნანახია 306-ჯერ
დღის გადაცემები