10.04.2021 | 19:10
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
info@obieqtivi.net
დღის სიახლეები
"გახსენით ქვეყანა", "ჩვენს შვილებს ვერ მოვაშიებთ“ - აქციები მთავრობის ადმინისტრაციასთან [ვიდეო]

"გახსენით ქვეყანა", "უკანონო ლოკდაუნი", "ხელიუსფლებისგან გაწირული ადამიანები", "ჩვენს შვილებს ვერ მოვაშიებთ“ - ამ ტრანსფარანტებით დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან ყველა იმ სექტორის წარმომადგენელი შეიკრიბა, რომელთა ბიზნესის კოლაფსი მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებით დადგა. მთავრობამ ბიზნეს სექტორს, რომლის პულსი შეზღუდვების პირველი ტალღის შემდეგაც აღარ ისინჯებოდა, ლოკდაუნის გახანგრძლივებით ყველა სასუნთქი ორგანო გადაუკეტა.

 აქციას სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები შეურთდნენ, მათ შორის იყვნენ, მოვაჭრეები, სამთო სათხილამურო კურორტების, კულტურის, ხელოვნების სფეროს, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები. მოქალაქეები მასშტაბურ აქციებს აანონსებენ მანამ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. 

გამოქვეყნდა 73 დღის წინ  |  ნანახია 170-ჯერ
დღის გადაცემები