30.11.2021 | 16:53
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
გიორგი ლომია - ევროპარლამენტარის მოწოდება მოლაპარაკებასთან დაკავშირებით პოლარიზაციას უფრო გააღრმავებს [ვიდეო]

პოლარიზებული გარემო და პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში. ოპოზიცია ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვს. მმართველი გუნდი ვადამდელი არჩევნების ჩატარებას კატეგორიულად გამორიცხავს და კრიზისის ხელოვნურად შექმნაში ბრალს ოპოზიციას სდებს. არსებულ ვითარებას ეხმაურებიან „პატრიოტთა ალიანსში“.

„ევროპარლამენტარი როდესაც მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ დასხდნენ და დაილაპარაკონ, ეს ფაქტი პოლარიზაციას უფრო აღრმავებს. რადგან ჩვენ ვხედავთ ორ პოლიტიკურ ძალას, რომლებამც თურმე ერთმანეთთან უნდა მოილაპარაკონ. არადა ჩვენ ვამბობთ, რომ პოლარიზაცია უნდა დამთავრდეს. ჩვენ უნდა გვქონდეს პლურალისტური პარლამენტი, სადაც  8-9, სხვადასხვა კურსის მიმდევარი პარტია იქნება წარმოდგენილი, მაგრამ რაც მთავარია ეს პარტიები უნდა იყვნენ ქართული ინტერესების დამცველნი. მაშინ დამთავრდება პოლარიზაციაც და ამოვალთ პოლიტიკური კრიზისიდან“ - განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა გიორგი ლომიამ. 

 

გამოქვეყნდა 5 დღის წინ  |  ნანახია 64-ჯერ
დღის გადაცემები