10.04.2021 | 18:37
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
info@obieqtivi.net
დღის სიახლეები
დღე უკანასკნელი თეთრ სახლში [ვიდეო]

2015 წლის 16 ივნისს ამერიკელებისთვის კარგად ნაცნობმა ბიზნესმენმა მოულოდნელად საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება რესპუბლიკელთა სახელით  გადაწყვიტა. დონალდ ტრამპმა, რომელიც პოლიტიკურ თანამდებობაზე არასდროს ყოფილა უმაღლესი პოსტი მოიპოვა ლოზუნგით ,,დავუბრუნოთ ამერიკას ძველი სიდიადე’’. მან პირობა დადო, რომ იბრძოლებდა დანაშაულის წინააღმდეგ, გადახედავდა სავაჭრო გარიგებებს, შეამცირებდა არალეგალურ იმიგრაციას და დანიშნავდა კონსერვატორ მოსამართლეებს.

2016 წლის 8 ნოემბერს ქვეყნის მასშტაბით 2600-ზე მეტ ოლქში დონალდ ტრამპმა დემოკრატიული პარტიის კანდიდატი, ჰილარი კლინტონი დაამარცხა და შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი გახდა.

 

მას შემდეგ, რაც  ტრამპი თეთრი სახლის მეთაური გახდა  წინასაარჩევნო დაპირებების განხორციელება დაიწყო. არჩეულმა პრეზიდენტმა გადაწყვიტა პრიორიტეტი შეერთებული შტატების ინტერესებისთვის მიენჭინებინა, მან განკარგულება გასცა გაეფართოვებინათ კედელი ამერიკა მექსიკის საზღვარზე, ტრამპმა დატოვა 2015 წლის ბირთვული შეთანხმება, რომელიც ირანის ბირთვულ პროგრამას შეეხებოდა და რომელიც ითვალისწინებდა ირანისთვის სანქციების შერბილებას თეირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ. ტრამპის მოღვაწეობის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა ეკონომიკის 3% გაზრდა და უმუშევრობის მინიმალურ ზღვრამდე დაყვანაა.

 

 ტრამპმა ხუთ წლიანი პრეზიდენტობისა და პოლიტიკური ცხოვრების შემდეგ გადაწყვიტა 2021 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი კვლავ ეყარა. წინასაარჩევნო გარემო საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა. ტრამპის იმიჯი ჯერ კოვიდ პანდემიით გამოწვეულმა შეზღუდვებმა შეარყია, ყველაფერს კი საეჭვოდ დაემთხვა ფართომასშტაბიანი გამოსვლები  შავკანიანი ფლოიდის მკვლელობის შემდეგ. კონკურენტები არც ურთიერთბრალდებებსა და მწვავე დებატებს ერიდებოდნენ.

 

ტრამპის ხუთ წლიან მმართველობას აფასებენ საერთაშორისო ექსპერტები. ქვეყანაში სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით თეთრი სახლის მეთაურის მიერ განვლილ გზას დადებით ნაბიჯებად მიიჩნევს ირაკლი გოგავა. ანალიტიკოსი განმარტავს, რომ ტრამპი გასული წლების განმავლობაში ძირითად აქცენტს მუდმივად ოჯახზე, სარწმუნოებასა და ქვეყანაზე აკეთებდა. მისივე თქმით, სწორედ ამ იდეოლოგიის გამო პრეზიდენტს მტრები, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთაც გამოუჩნდნენ.

 

ტრამპის სწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზე საუბრობს თორნიკე შარაშენიძეც, თუმცა მისივე აზრით თეთრი სახლის ხელმძღვანელმა საგარეო კურსის მიმართულებით არასწორი ნაბიჯები გადადგა.

 

ამერიკის 45-ე პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ხვალიდან უკვე ოფიციალურად შეწყვეტს საკუთარი უფლებამოსილების შესრულებას და ასპარეზს დემოკრატ ჯო ბაიდენს დაუთმობს, თუმცა პოსტის გადაბარების პროცესი მარტივი არ აღმოჩნდა. ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმში ძალადობრივად შეიჭრნენ, სწორედ ამ მიზეზით დემოკრატებმა მისი იმპიჩმენტის პროცესი დაიწყეს, ახლა ჯერი ზედა პალატის გადაწყვეტილებაზეა. იმპიჩმენტის შემთხვევაში ტრამპი მომავალ არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლებას კარგავს.

გამოქვეყნდა 80 დღის წინ  |  ნანახია 324-ჯერ
დღის გადაცემები