10.04.2021 | 19:03
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
info@obieqtivi.net
დღის სიახლეები
ვადამდელი არჩევნების აუცილებლობა [ვიდეო]

პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავალი, რომელიც "ქართული ოცნების" მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა შექმნა, ჯერჯერობით არ ჩანს. ვითარების დასტაბილურების ერთადერთ გზად, ვადამდელი არჩევნები რჩება, ასე ფიქრობს პოლიტიკური სპექტრი და საზოგადოება. ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა ეს  მოთხოვნა  წინა პლანზე კიდევ ერთხელ წამოწია. "პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ 31 ოქტომბრის გაყალბებული არჩევნების შემდეგ, დღის წესრიგში რიგგარეშე არჩევნები დგას და ეს მოთხოვნა არ იცვლება.   

 

ქართული პოლიტიკური სპექტრი დღეს  დასავლელი პარტნიორებისგან ყველაზე კრიტიკული შეფასების მომსწრე  გახდა.  ევროკავშირის ელჩის განცხადებაში  ნათქვამია, რომ    დაპირისპირებულმა მხარეებმა  საერთო ენის გამონახვაზე უარი არ უნდა თქვან და   ყველა მხარემ  პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს.

 

ვადამდელი არჩევნების მოლოდინში არიან ანალიტიკოსებიც.  პოლიტიკური სფეროს  ექსპერტების თქმით,  ამის  აუცილებლობა ქვეყანაში უკვე დგას და საზოგადოება ამ იდეის გარშემო უნდა გაერთიანდეს.  

 

 ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ ყველა თანხმდება, რომ შექნილი კრიზისის განმუხტვის   ერთადერთი გზა   რიგგარეშე არჩევნებია. თუმცა  მმართველი პარტია ისევ მდინარის სხვა ნაპირზე  დგას.  ხელისუფლების   წარმომადგენლები,   შესაბამის პასუხისმგებლობას ვერ გრძნობენ და ამბობენ, რომ  მათთვის რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მოთხოვნა წითელი ხაზია, რომელსაც  ისინი არცეთ შემთხვევაში არ გადაკვეთენ.

 

პოლიტიკური კრიზისის  განმუხტვის  ბერკეტი  ამჯერად საქართველოს პრეზიდენტის ხელშია. პრეზიდენტის, რომელიც დაპირისპირებულ მხარეებს მოლაპარაკებათა  მაგიდასთან იწვევს, თუმცა მისივე  პარტიის მგავსად ქვეყანაში კრიზისის  გაღრმავებას  ხელს უწყობს და კონსტიტუციით მინიჭებულ  უფლებას  არ იყენებს.

გამოქვეყნდა 45 დღის წინ  |  ნანახია 229-ჯერ
დღის გადაცემები