10.04.2021 | 18:25
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
info@obieqtivi.net
დღის სიახლეები
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობა [ვიდეო]

რა გზავნილებით ჩამოვიდა თბილისში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი. კავკასიური ტურნეს მიუხედავად საქართველოს დედაქალაქში მოჰამედ ჯავად ზარიფის ვიზიტს ნახევრად გასაიდუმლოებული შლეიფი აქვს.  ირანის ისლამური რესპუბლიკის პირველი დიპლომატის თბილისში გასამართი შეხვედრების შესახებ ქართულ მხარეს დეტალები არ გაუსაჯაროებია. ხოლო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი კორონავირუსის გამო თვითიზოლაციაში იმყოფება.

აღსანიშნავია, რომ მოჰამედ ჯავად ზარიფი თბილისში ვიზიტამდე კავკასიური ტურნეს ფარგლებში მოსკოვში იმყოფებოდა.  რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან გამართული მოლაპარაკებებისა და რიგი ორმხრივი ხელშეკრულებების ხელმოწერის შემდეგ მათ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, სადაც იმ ახალი ფორმატის შესახებ გააკეთეს განცხადებები, რომელიც მთიან ყარაბაღში დასრულებული ომის შემდეგ რეგიონში უნდა ჩამოყალიბდეს.

"დღეისათვის შევდივართ ახალ პერიოდში, რა დროსაც ვიმედოვნებთ, რომ აზრთა სხვადასხვაობას უკვე ურთიერქმედებით და თანამშრომლობით ჩავანაცვლებთ. ასევე რეგიონალური თანამშრომლობის საფუძველზე ვიმოძრავებთ სინერგიის შესაქმნელად - ვიპოვოთ გამოსავალი იმ გზების გასახსნელად, რომლებიც სამი ათეული წელი ჩაკეტილი იყო. ეს გზები უნდა გაიხსნას, რაც მთელ რეგიონს ეკონომიკურ პროგრესს მოუტანს. 

თუკი მხედველობაში გაქვთ რუსეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი იმასთან დაკავშირებით, რომ ამ რეგიონმა მშვიდად და კეთილმეზობლურად იცხოვროს, მისი აყვავებისთვის დაინტერესებას გამოხატავენ არა მხოლოდ ჩამოთვლილი ქვეყნები, არამედ ირანი, თურქეთი და საქართველო. საქართველოს  იმოტომ ვახსენებ, რომ ისიც სამხრეთ კავკასიის ნაწილია. მთლიანობაში უკვე ისმის ინიციატივები, რომ სამი სამხრეთკავკასიული ქვეყანა სამი მეზობლის - რუსეთის, ირანისა და თურქეთის მონაწილეობით ცდილობდნენ ურთიერთობათა დალაგებას შექმნილი რეალობის გათვალისწინებით“, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გამოქვეყნდა 72 დღის წინ  |  ნანახია 384-ჯერ
დღის გადაცემები