26.02.2021 | 11:17
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
info@obieqtivi.net
დღის სიახლეები
კომპოზიტორი ზურაბ მჟავია 71 წლის გახდა [ვიდეო]

კომპოზიტორი ზურაბ მჟავია 71 წლის გახდა. მის სიმღერებზე არაერთი თაობა აღიზარდა. უკვდავი ჰანგების ავტორს მისი კოლეგები და მეგობრები აფასებენ. 

ზურაბ მჟავიამ და ზურაბ  კობეშავიძემ ერთმანეთი 80-იან წლებში გაიცნეს. იმ დროს კომპოზიტორი ტელევიზიაში მუშაობდა ზურაბ კობეშავიძე კი როკ ანსამბლში მღეროდა. ამბობს, რომ კომპოზიტორის სიმღერები არასდროს არის მონოტონური და შესასრულებლად საკმაოდ რთულია.  

 

ზურაბ მჟავიას შემოქმედებას კარგად იცნობენ ახალგაზრდა მუსიკოსები. ოთო ნემსაძე ამბობს, რომ კომპოზიტორის ყველა სიმღერა ჰიტია. მუსიკოსი ზურაბ მჟავიას ნოტებთან განსაკუთრებულ ურთიერთობას გამოარჩევს და მის პიროვნულ თვისებებზე საუბრობს.

 

გიორგი კელაპტრიშვილს  კონკურსში გამარჯვება  ზურაბ მჟავიას სიმღერამ მოუტანა. კომპოზიტორს ახალგაზრდა კონკურსანტის შესრულება იმდენად მოეწონა, რომ ახალი სიმღერები დაუწერა. ახალგაზრდა შემსრულებელი აღნიშავს, რომ კომპოზიტორის შემოქმედება მისთვის ორგანულია.

 

კოტე მალანიას  ზურაბ მჟავიასთან ერთად მუსიკალურ კლიპზე მოუწია მუშაობა. მუსიკალური პროდიუსერი  მის ნიჭზე და პიროვნულ თვისებებზე საუბრობს და ამბობს, რომ  მისი მორიდებულობის მიუხედავად ის ქართველი კორიფეების გვერდით ღირსეულ ადგილს იკავებს. 

გამოქვეყნდა 6 დღის წინ  |  ნანახია 99-ჯერ
დღის გადაცემები