25.01.2021 | 23:49
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
info@obieqtivi.net
დღის სიახლეები
მაიკ პენსი დონალდ ტრამპის გადაყენებას მხარს არ დაუჭერს [ვიდეო]

თუკი ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი დონალდ ტრამპის გადაყენებას მხარს არ დაუჭერს, წარმომადგენელთა პალატა პრეზიდენტს იმპიჩმენტს გამოუცხადებს, - ამის შესახებ წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ  CBS-თან ინტერვიუში განხადა.   წარმომადგენელთა პალატა დღეს კენჭს უყრის რეზოლუციას, რომელიც მაიკ პენსსა და დონალდ ტრამპის კაბინეტის წევრებს მოუწოდებს, 25-ე შესწორება აამოქმედონ და პრეზიდენტი გადააყენონ. ”ჩვენი კონსტიტუციისა და დემოკრატიის დასაცავად სასწრაფოდ ვიმოქმედებთ, რადგან ეს პრეზიდენტი ორივე მათგანისთვის საფრთხეს წარმოადგენს”,  - აღნიშნა სპიკერმა. მისივე თქმით, რეზოლუცია მაიკ პენსს 24 საათის განმავლობაში მოქმედებისკენ მოუწოდებს და თუკი ის უარს იტყვის, წარმომადგენელთა პალატა პრეზიდენტს იმპიჩმენტს გამოუცხადებს. ნენსი პელოსის თქმით მას 25-ე შესწორების ამოქმედების იდეა მოსწონს, თუმცა ერთ-ერთი მოტივაცია, რის გამოც ხალხი მხარს უჭერს იმპიჩმენტს, ის არის, რომ ტრამპს მომავალში გაპრეზიდენტების საშუალება აღარ მიეცეს.

გამოქვეყნდა 14 დღის წინ  |  ნანახია 127-ჯერ
დღის გადაცემები