30.11.2020 | 04:52
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
info@obieqtivi.net
დღის სიახლეები
მთიან ყარაბაღში, კონფლიქტის ზონაში ორმხრივი შეტაკებები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა

მთიან ყარაბაღში, კონფლიქტის ზონაში ორმხრივი შეტაკებები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, შუშან სტეპანიანის განცხადებით, ღამის განმავლობაში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივი შეტაკებები და საარტილერიო თავდასხმები მიმდინარეობდა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ საზღვარზე მთელი ღამე ადგილი ჰქონდა ინტენსიურ შეტაკებებს და ამჟამად სტეპანაკერტიდან სომეხი ჯარისკაცების ევაკუაცია მიმდინარეობს.

 

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები 9 ოქტომბერს მოსკოვში კონსულტაციებისთვის მიიწვია. რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, კონსულტაციები ტყვეებისა და ცხედრების გაცვლის საკითხს შეეხება. რუსეთის პრეზიდენტი მოუწოდებს მხარეებს, შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბაქომ და ერევანმა მოსკოვში შეხვედრაში მონაწილეობა დაადასტურეს.

გამოქვეყნდა 51 დღის წინ  |  ნანახია 111-ჯერ
დღის გადაცემები