10.04.2021 | 18:31
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
info@obieqtivi.net
დღის სიახლეები
"ნაციონალური მოძრაობის" ოფისიდან პროცესები ქუჩაში ინაცვლებს [ვიდეო]

მასშტაბური შეკრების ნაცვლად 700-მდე ადამიანი. ნიკა მელიას დაკავების გასაპროტესტებლად სწორედ ამ რაოდენობის მხარდამჭერის მობილიზება შეძლო ე.წ-მა გაერთიანებულმა ოპოზიციამ. ნიკანორ მელიას დაკავების გამო საპროტესტო ტალღა მთავრობის კანცელარიასთან დაიწყო, შემდეგ პარლამენტთან გადაინაცვლა, თუმცა ოცამდე  ოპოზიციური პარტიის გაერთიანებამაც კი ვერ მოახერხა ათასამდე ადამიანის ერთ ტერიტორიაზე შეკრება. როგორც ჩანს, მოსახლეობა იმდენად  დაიღალა, რომ მთავარ ოპოზიციურ პარტიად წოდებული თავმჯდომარის დაკავებამაც კი ვერ აღაშფოთა და მოწოდებების მიუხედავად  მის არასწორობაში  სათანადოდ ვერც პოლიტიკოსებმა დაარწმუნეს.

 

პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრში დღეს რამდენიმე ლოკაცია მოექცა.  ოპოზიციური ფლანგი, რომ სააკაშვილის თამაშს თამაშობდა ეს მათივე განცხადებებით არაერთხელ დადასტურდა, თუმცა დღეს განვითარებულმა მოვლენებმა  ისიც ცხადყო, რომ ყოფილი პრეზიდენტის მიერ უკრაინიდან დაწერილ სცენრებს ზედმიწევნით ასრულებენ და ყოფილი ხელისუფლების წისქვილზე წყალს ასხამენ.

გამოქვეყნდა 45 დღის წინ  |  ნანახია 192-ჯერ
დღის გადაცემები