30.11.2020 | 06:31
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
info@obieqtivi.net
დღის სიახლეები
პარიზში გამართულ აქციას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და დედაქალაქის მერი შეუერთდნენ

საფრანგეთში მოკლული სკოლის მასწავლებლის, სამუელ პატის პატივსაცემად, ქვეყნის რამდენიმე ქალაქში ათასობით ადამიანი შეიკრიბა. აქციის მონაწილეებმა ტრანსპარანტებზე "მე ვარ მასწავლებელი", "მე ვარ საფრანგეთი" დააწერეს. მასწავლებლის მკვლელობასთან დაკავშირებით საფრანგეთში მე-11 ეჭვმიტანილი დააკავეს.

 

პარიზში გამართულ აქციას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და დედაქალაქის მერი შეუერთდნენ. წუთიერი დუმილის შემდეგ, აქციაზე ქვეყნის ჰიმნი დაუკრეს. თავდაცვის საბჭოს შეხვედრის შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ისლამისტები საფრანგეთში მშვიდად ვერ დაიძინებენ.  სკოლის მასწავლებელი პარიზთან ახლოს 16 ოქტომბერს მოკლეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის მოსწავლეებს მუსლიმთა წინასწარმეტყველის, მუჰამედის კარიკატურებს აჩვენებდა.

გამოქვეყნდა 41 დღის წინ  |  ნანახია 174-ჯერ
დღის გადაცემები