10.04.2021 | 18:32
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
info@obieqtivi.net
დღის სიახლეები
პარლამენტი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს შეისწავლის [ვიდეო]

2020 წლის  31 ოქტომბრის  არჩევნებიდან  ზუსტად 96 დღე გავიდა.  გაყალბებული არჩევნებიდან სამი თვის შემდეგ, მმართველი პარტია ოპოზიციას ისევ რეალობასთან აცდენილ ინიციატივას სთავაზობს და  პარლამენტში  საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის. ამ კომისიის მიზანი იქნება დაადგინოს შეესაბამება თუ არა ამომრჩევლის ნებას, 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგები. ეს კი მაშინ, როდესაც არჩევნების დღიდან  დიდი  დროა გასული იმისთვის, რომ  შესაბამისი  ჭეშმარიტება და  შედეგებს შორის  სხვაობა  დადგინდეს.  ერთპარტიული საკანონდებლო ორგანო   კომისიის საქმიანობაში ჩართვას სთავაზობს  ყველას  ვისაც ამის სურვილი ექნება, თუმცა  ეს ხდება მაშინ, როდესაც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები    კომისიის მუშაობაში კი არა პარლამენტში შესვლაზეც კი უარს ამბობენ.

საგამოძიებო კომისიის  შექმნის შესახებ ინიციატივას  მეოცნებე ხელისუფლება    ერთპარტიულ პარლამენტს  8   თებერვალს ბიუროს სხდომაზე წარუდგენს.   

გამოქვეყნდა 64 დღის წინ  |  ნანახია 261-ჯერ
დღის გადაცემები