10.04.2021 | 18:27
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
info@obieqtivi.net
დღის სიახლეები
პარლამენტში "ქართული ოცნების" საარჩევნო ცვლილებების ვარიანტს განიხილავენ [ვიდეო]

პარლამენტში ამ წუთებში საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს.

“ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო ცვლილებების საკუთარი ვარიანტი უკვე მოამზადა და მსჯელობისთვის პარლამენტში შექმნილ სამუშაო ჯგუფს გადასცა.

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შეთავაზებულ საარჩევნო ცვლილებებში აისახა სიახლე, რომელის მიხედვითაც, საკრებულოების შემადგენლობა პროპორციული სისტემით არჩეულ წევრთა სასარგებლოდ შეიძლება გაიზარდოს. ამასთან, საარჩევნო ბარიერი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რეგიონების შემთხვევაში 4%-დან 3%-მდე მცირდება, ხოლო თბილისში 2.5%-იანი ბარიერი იმოქმედებს.

პროექტის მიხედვით, თვითმმართველი თემის საკრებულო წარმოდგენილი იქნება პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული 20 წევრისა და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული 10 წევრისგან. თვითმმართველი ქალაქების (გარდა თბილისისა) საკრებულოები კი, დაკომპლექტდება პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული 20 წევრისა და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული 5 წევრის შემადგენლობით.

რაც შეეხება დედაქალაქს, “ქართულმა ოცნებაში“ მომზადებული პროექტის გათვალისწინებით, თბილისის საკრებულო, კვლავ 50 წევრით იქნება წარმოდგენილი, რომელთაგან 10 წევრი ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების ტერიტორიაზე აირჩევა, ხოლო 40 წევრი – პროპორციული წესით.

გამოქვეყნდა 54 დღის წინ  |  ნანახია 209-ჯერ
დღის გადაცემები