14.04.2021 | 21:44
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
info@obieqtivi.net
დღის სიახლეები
"პატრიოტთა ალიანსის" მაჟორიტარობის კანდიდატები მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ

არჩევნებამდე ზუსტად 15 დღე რჩება.  წინასაარჩევნო   კამპანია კი  აქტიურ ფაზაში  შედის. "პატრიოტთა ალიანსის" მაჟორიტარობის კანდიდატები მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ.   წინასაარჩევნო კამპანიას ყოველდღიურ რეჟიმში აწარმოებს პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი სამტრედიის,  წყალტუბოს,  ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტებში   ირაკლი კობრავა.  ქვეყნის მთავარი ოპოზიციური პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი   ამჯერად ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა მუქეთში იმყოფებოდა. ის  ადგილობრივების პრობლემებს პირადად გაეცნო და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა.  ირაკლი კობრავას თქმით, ამ სოფელში მოსახლეობას ცხოვრება 21-ე საუკუნესთან შეუფერებელ პირობებში უწევთ.   "პატრიოტთა ალიანსის" მაჟორიტარობის კანდიდატი პირობას დებს, რომ პარლამენტში შესვლისთანავე ის არსებულ პრობლემებს  მოაგვარებს.

ასევე, ირაკლი კობრავა ქალაქ ვანში და  სოფლებში - მთისძირში,  შუამთასა და ციხე სულორში იმყოფებოდა.  ირაკლი კობრავამ  ყველა ზემოაღნიშნულ  სოფლებსა და  ქალაქ ვანში ადგილობრივებს პარტიის  გეგმა გააცნო, რომელიც "პატრიოტთა ალიანსს" წინასაარჩევნოდ აქვს შემუშავებული. მაჟორიტარობის კანდიდატის თქმით,  პატრიოტების პროგრამა  ქვეყანაში არსებულ  პრობლემებს  მოაგვარებს.

 

მოსახლეობასთან ყოველდღიურ შეხვედრებს  განაგრძობს  პატრიოტთა ალიანსის   ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მაჟორიტარობის კანდიდატი  ოთარ შაორშაძეც.   ის ამჯერად ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ  კლეეთს ესტუმრა.   ოთარ შაორშაძემ სოფელში  არსებული პრობლემები პირადად მოისმინა და საპასუხოდ ადგილობრივებს ის  პროგრამა გააცნო, რომელიც "პატრიოტთა ალიანსს"  წინასაარჩევნოდ აქვს შემუშავებული.  პატრიოტების მაჟორიტარობის კანდიდატმა ადგილობრივებს მოუწოდა, რომ  31 ოქტომბერს მხარი სწორედ "პატრიოტთა ალიანსს" დაუჭირონ.   სოფლის მცხოვრებლები ამბობენ, რომ   მათი პრობლემების მოგვარება სწორედ "პატრიოტთა ალიანსს" შეუძლია.

მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს ხაშურისა და ქარელის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი "პატრიოტთა ალაინსიდან" ელიზბარ პატურაშვილიც.   ის ამჯერად ქარელის მოსახლეობას შეხვდა და  იმ არასწორ ნაბიჯებზე ისუაბრა, რომელსაც მმართველი პარტია 8 წლის განმალობაში დგამს. ელიზბარ პატურაშვილის  თქმით, ის  პარლამენტში შესვლითანავე ყველა იმ პრობლემას მოაგვარებს, რომელიც ადგილობრივებს აწუხებთ და რომლის მოგვარებაც ვერცერთი ხელისუფლების წარმომადგენელმა ვერ

გამოქვეყნდა 180 დღის წინ  |  ნანახია 228-ჯერ
დღის გადაცემები