26.02.2021 | 10:04
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
info@obieqtivi.net
დღის სიახლეები
"პატრიოტთა ალიანსის" მხარდაჭერა პატრიარქს [ვიდეო]

ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიაზე და კათოლიკოს-პატრიაქზე შეტევა არ წყდება. ბოროტი ძალები ცილისმწამებლური განცხადებებით ეკლესიის დისკრედიტაციას, ყოველ ჯერზე უფრო მეტი მონდომებითა და მეტი სიბინძურით ცდილობენ. ისინი თავს სწორედ იმ ღირებულებებს ესხმიან, რაზეც დგას ქართული სახელმწიფო. მაშინ როდესაც, ქვეყნის ყველაზე ძლიერ ინსტიტუტზე მიტანილ იერიშზე სახელმწიფო დუმილით პასუხობს,  ეკლესიის დასაცავად ხმამაღალ საუბარს არ ერიდებიან "პატრიოტთა ალაინსში".  პარტიის გენერალური მდივანი კიდევ ერთ გეგმაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ მღვდელმთავრების სახელის შელახვის მიზნით, მოსალოდნელია გაყალბებული ვიდეოჩანაწერებიც გაავრცელონ.

ირმა ინაშვილის თქმით, ის რაც საქართველოში ხდება, ქრისტიანული საწრმუნოების წინააღმდეგ მსოფლიოში დაწყებული ბრძოლის გაგრძელებაა. მისივე თქმით, აგრესიული, ფსევდოლიბერალური ძალები, რომლებიც მსოფლიოშ თითქოსდა ადამიანების უფლებებს იცავენ, რეალურად ქრისტიანობასა და ეროვნულ ცნობიერებას ებრძვიან.

გამოქვეყნდა 6 დღის წინ  |  ნანახია 92-ჯერ
დღის გადაცემები