19.09.2021 | 09:01
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
"პატრიოტთა ალიანსი" საკონსტიტუციო სასამართლოსგან დაუყოვნებლივ მოითხოვს გადაწყვეტილების გამოცხადებას [ვიდეო]

"პატრიოტთა ალიანსი" საკონსტიტუციო სასამართლოსგან დაუყოვნებლივ მოითხოვს გადაწყვეტილების გამოცხადებას. პარტიამ სარჩელი, "ქართული ოცნების" არაკონსტიტუციურ ქმედებასთან დაკავშირებით შეიტანა, რის მიხედვითაც ოპოზიციურ პარტიას, საარჩევნო კომისიებში წევრების ყოლის უფლება ჩამოერთვა. საკითხზე უკვე იმსჯელა სასამართლომ, თუმცა განაჩენი არ გამოუტანია.

"ყველას ესმის, რომ არჩევნები ყალბდება არა მარტო არჩევნების დღეს, არამედ არჩევნებამდე ბევრად ადრე. "პატრიოტთა ალიანსისთვის" ეს არჩევნები უკვე მიმდინარეობს აშკარა დისკრიმინააციის ქვეშ. მოგეხსენებათ, "ქართულმა ოცნებამ" ჩვენ უკანონოდ წაგვართვა წევრი ყველა დონის საარჩევნო კომისიებში. ჩვენი პარტიის წინააღმდეგ "ქართულმა ოცნებამ" სპეციალურად შეცვალა კანონმდებლობა და ეს არის ერთი პარტიის წინააღმდეგ ანგარისწორება, რაც დაადასტურა ვენეციის კომისიამ, ეუთოს ოდირმა, ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სახალხო დამცველის აპარატმაც კი, რომელიც არ არის ჩვენი მეგობარი, მაგრამ თვალი არ დახუჭა უკანონობაზე და მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს. "ქართულმა ოცნებამ" ევროპელი სოციალისტების სასარგებლოდ, საარჩევნო კომისიებში წევრი წაართვა ჩვენს პარტიას.   პარტია "ევროპელი სოციალისტები" რეალურად არ არსებობს და ფიქტიურად მონაწილეობს არჩევნებში. აქედან გამომდინარე, ჩვენს კომისიის წევრებს იყენებს "ქართული ოცნება".  არის თუ არა ეს უკანონობა ჩვენი დისკრიმინაციის მკაფიო მაგალითი? არის თუ არა ეს საარჩევნო ადმინისტრაციებში ძალაუფლების მიტაცება? არის თუ არა ეს აჩვენების წინასწარი გაყალბება? საარჩვენო ადმინისტრაციებში ძალაუფლების მიტაცება არჩევნების გაყალბებას ნიშნავს“ -აღნიშნა "პატრიოტთა ალიანსის" გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე. 

გამოქვეყნდა 8 დღის წინ  |  ნანახია 64-ჯერ
დღის გადაცემები